თელავის დრამატულ თეატრის დაფინანსება
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაფინანსება გამოეყო. როგორც ტელეკომპანია „თანამგზავრს" სამხატვრო ხელმძღვანელმა განუცხადა, რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებების შედეგად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გამგეობამ თეატრს 20 ათასი ლარი გამოუყო, რომელიც დასის მსახიობების სახელფასო ანაზღაურებას მოხმარდება. პაატა გულიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული თანხა, მართალია, მხოლოდ პრობლემების ნაწილს მოაგვარებს, თუმცა კრიზისიდან გამოსვლისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. გულიაშვილი იმედოვნებს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაგზავნილი წერილის საპასუხოდ დახმარებას მიიღებს, რომელიც სადადგმო ხარჯებს მოხმარდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის შემდეგ, პარალელურ რეჟიმში, პიესებზე და სპექტაკლებზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. თელავის თეატრში ფინანსური კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც კულტურის სამინისტრომ პიესების დაფინანსება, ხოლო ადგილობრივმა ხელისუფლებამ თანხის გამოყოფა დააგვიანა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1gjV1yu
მსგავსი ვიდეოები
კინოთეატრის გახსნა
culturegovge culturegovge
რეგიონებში კინოდარბაზების ამოქმედება გრძელდება
culturegovge culturegovge
ავთო გულიაშვილის გახსენება
ტელეკომპანია თანამგზავრი
ცეკვის ანსამბლ „იმედის“ საიუბილეო ღონისძიება
ტელეკომპანია თანამგზავრი
"თოფუზი ექო თელავში"
ტელეკომპანია თანამგზავრი
სპექტაკლი "ლამაზი ცრემლები"
ტელეკომპანია თანამგზავრი
კახეთში ერეკლეობას აღნიშნავენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააღდგომო ფესტივალის დახურვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster