რეგიონებში კინოდარბაზების ამოქმედება გრძელდება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას მიერ ინიცირებული პროექტი „რეგიონებში კულტურის ცოცხალი კერების ამოქმედების შესახებ" წარმატებით ხორციელდება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწყებული მიმართულებისა „კულტურის ახალი პოლიტიკა რეგიონებში" და რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 16 წლის შემდეგ ფოთში კინოდარბაზი ამოქმედდა. საქართველოს კულტურის სამინისტრომ კინოჩვენებებისათვის საჭირო ტექნიკური აპარატურა სარგებლობაში გადასცა ფოთის ფოლკლორის ცენტრს, სადაც დროებით განთავსდა კინოთეატრი. პირველ კინოსეანსზე, 4 აგვისტოს, ადგილობრივმა მაყურებელმა სიმბოლურად ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი" იხილა. დილის სეანსები ფოთის კინოდარბაზში, ბაღის, სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო იქნება, სადაც პატარა თაობა ქართულ კინოს გაიცნობს. ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ კინოჩვენებებისათვის საჭირო ტექნიკური აპარატურით აღიჭურვა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის კულტურის ცენტრი. კისისხევში ახალი კინოთეატრი 1 აგვისტოს, ანიმაციური ფილმების ფესტივალთან „ექო თოფუზისთან" ერთად გაიხსნა. კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ანიმაციური ფესტივალი კახეთის პრემიერის შემდეგ 15 რეგიონს მოივლის და სექტემბრიდან გაგრძელდება. ანიმაციური ფილმების ამავე ფესტივალით „ექო თოფუზით" გაიხსნა 18 ივლისს კინოდარბაზი გორის მუნიციპალიტეტის ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, თანამედროვე კინოაპარატურით აღიჭურვა ასევე, ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი და მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ვიზიტი გორში
culturegovge culturegovge
მოითხოვე მუნიციპალური კინოთეატრი!
მაუწყებელი • Mautskebeli
რეგიონებში იუსტიციის სახლების და საზოგადოებრივი ცენტრების მშ...
TV IMEDI
რეგიონებში, მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინაციაზე უარს ამბობს |...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
გასტრონომიული ტურები საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა სამცხე-ჯავახეთ...
NALAG
რეგიონებში გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრები მოსახლეობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster