შეხვედრები მოსახლეობასთან

17.08.2019 01:12

რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის, პარლამენტისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ღია შეხვედრები გრძელდება.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეხვდა. ადგილობრივები სხვადასხვა მიმართულების საყოფაცხოვრებო საკითხებით და პრობლემების მოგვარების პერსპექტივით დაინტერესდნენ. ვიცე-პრემიერის თქმით, მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე - სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური აქტივობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისას ეხმარება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi