კახეთში ერეკლეობას აღნიშნავენ
თელავში დღეს ერეკლეობას აღნიშნავენ. ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა. ბატონის ციხის სასახლეში შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი იმართება. თელავის ისტორიულ მუზეუმში კი, ერეკლე მეფისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ქალაქის მთავარ მოედანზე წარმოდგენილია წიგნის, ტურიზმის, ღვინის, ხალხური რეწვისა და სოფლის ნობათის პავილიონები. დღის ბოლოს თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი „მაკნატუნას“ წარადგენს. დღევანდელ თარიღს ეხმაურება პრემიერ-მინისტრი: „ერეკლე მეორე იყო ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი და შეუპოვარი მებრძოლი, თავისი ეპოქის განთქმული პოლიტიკოსი და რეფორმატორი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს გაერთიანებისა და მოდერნიზაციისაკენ მიმართული, ცოდნასა და განათლებაზე დაფუძნებული რეფორმები, მრეწველობისა და კულტურის განვითარება, სასულიერო სემინარიებისა და სკოლების, საერო თეატრის დაარსება. სამშობლოს წინაშე გამორჩეული მეფის უდიდეს ღვაწლს, მადლიერი ქართველი ხალხი არასდროს დაივიწყებს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ერეკლეობას" თელავში ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო
ტელეკომპანია თანამგზავრი
რეგიონების აღჭურვის პროექტი გრძელდება
culturegovge culturegovge
„ერეკლეობა“ 4 ნოემბერს დაიწყება და ოთხი დღე გაგრძელდება
ტელეკომპანია თანამგზავრი
მზადება „ერეკლეობისთვის"
ტელეკომპანია თანამგზავრი
კახეთის მეღვინეთა გილდიის ფესტივალი ”თელავინო 2014”
ტელეკომპანია თანამგზავრი
ერეკლეობა 2019
ტელეკომპანია თანამგზავრი
"ერეკლეობის დღესასწაული" თელავში
ტელეკომპანია თანამგზავრი
7 ნოემბერს თელავში ერეკლეობა აღინიშნება
ტელეკომპანია თანამგზავრი