მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე თავდასხმაში ბრალდებულის დაღუპვას ცხინვალში მღელვარება მოჰყვა. ერთ-ერთი ვერსიით, ინალ ჯაბიევი ე.წ. სამართალდამცველებმა დაკითხვაზე ცემაში მოკლეს. გავრცელდა მის სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებების ამსახველი კადრები. მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი, პირი ნიკოლაი ცხოვრებოვი, ასევე მძიმე მდგომარეობაში, ზნაურის საავადმყოფოშია. საპროტესო აქციაზე გამოსული ადგილობრივები დე ფაქტო მთავრობის წევრებთან ერთად ე.წ. გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობასაც ითხოვდნენ, თუმცა ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ის რჩება თანამდებობაზე. ინალ ჯაბიევის საქმეზე რვა პირია დაკავებული.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.