ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. ინფორმაცის ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ე.წ. პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, ანატოლი ბიბილოვმა ამით სცადა იმ დაძაბულობის შემცირება, რომელიც ცხინვალის იზოლატორში ინალ ჯაბიევის დაღუპვას მოყვა. ამასთან, ე.წ. დეპუტატებმა დააყენეს ე.წ. გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხიც. მანამდე თანამდებობიდან ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ერიკ პუხაევი გადადგა. პუხაევის გადაწყვეტილება ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეების საპროტესტო აქციას უკავშირდება, რომელზეც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევის დაღუპვა გააპროტესტეს და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ ნანიევი გადააყენა. სწორედ იგორ ნანიევის სახელს უკავშირდება გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის საქმე, ის ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული. ინალ ჯაბიევი იზოლატორიდან უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. პაციენტი საავადმყოფოში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ფაქტის შემდეგ, ცხინვალის ცენტრში ხალხმრავალი აქცია გაიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა ეპიდემიოლოგიური ვითარება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster