საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედება


მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება - რუსი სამხედროები ამჯერად კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ოკუპირებული ორჭოსანის მოსაზღვრე სოფელთან ხნულებს ხელახლა ავლებდნენ. უკანონო სამუშაოების შედეგად, საოკუპაციო ხაზი არ გადმოწეულა, თუმცა სამუშაოების გაგრძელების საფრთხე არსებობს.

90-მდე ადამიანით დასახლებული სოფლის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების გარშემო ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ეს ყარაფილაში ე.წ. საზღვრის გავლების პირველი შემთხვევა არ არის. 2017 წლის ივლისში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შედეგად, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ერთი მონაკვეთი და ადგილობრივთა მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

პარალელურად, ამ დრომდე დაძაბულია ვითარება ოკუპირებულ ცხინვალში, სადაც აქციის ასობით მონაწილე წინასწარი დაკავების იზოლატორში ინალ ჯაბიევის გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებს. მათი განცხადებით, ჯაბიევი ცემით მოკლეს. დემონსტრანტებმა გვიან ღამით ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრაც სცადეს. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მოუწოდა, გამოიყენონ ყველა ბერკეტი, ოკუპირებულ რეგიონში ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ნინო ფისაძე ჩაგვერთვება სოფელ ყარაფილადან - რა ვითარებაა ახლა სოფელში?

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან