ვითარება საოკუპაციო ხაზთან
საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო ქმედება. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ, უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება საოკუპაციო ხაზთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster