საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პირი გაათავისუფლეს

01.12.2022 01:25

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ჯარმელიშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. „ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად. " – აცხადებენ სუს-ში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე თავისუფალია
00:47

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე თავისუფალი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული  ვლადიმერ კანიაშვილი გათავისუფლებულია
01:24

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ვლადიმე...

TV IMEDI

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თამაზ გლურჯიძე თავისუფალია
01:18

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თამაზ გლ...

Trialeti TV

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
00:29

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართვე...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
00:38

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართვე...

Euronews Georgia

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია
00:35

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთ...

TV IMEDI

შეხვედრა ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან
00:38

შეხვედრა ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია
00:44

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული...

Trialeti TV

ყველა ვიდეო