ზუგდიდის ბაზრიდან დღეს დილით ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა უაქციზო და დაუფასოებელი თუთუნი ამოიღეს. მოვაჭრეების ინფორმაციით, ამოღებული თაბაქო ადგილობრივი წარმოებისაა და ისინი მას იაფად ყიდდნენ. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ისინი არავის გაუფრთხილებია, რომ მისი გაყიდვა უკანონოა.
„შემოვიდნენ მოულოდნელად. ამ თუთუნის გაყიდვაც თუ აგვიკრძალეს, მერე არ ვიცი რა გვეშველებ, ამით ვშოულობთ ყოველდღიურ საკვებს“, - ამბობენ თუთუნით მოვაჭრეები.
შემთხვევაზე უკვე გაავრცელა განცხადება ფინანსთა სამინისტროს შესამოვლების სამსახურმა. უწყების ცნობით, 18-24 ივლისს, სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უაქციზო საქონლის (ჯამში 2,904 კოლოფი, 240 ღერი უაქციზო სიგარეტი და 151,4 კგ. უაქციზო და დაუფასოებელი თუთუნი) შენახვის ფაქტები გამოვლინდა, აქედან ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.
რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter:https://twitter.com/Atinati1059
https://www.instagram.com/radioatinat...