26 მაისს თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

23.05.2016 01:11

26 მაისს თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 25 მაისს, 00:30 საათიდან დაიკეტება თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი.

მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზეც: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიასა და მესხიას ქუჩებზე.

ავტომანქანები შემოვლითი გზით იმოძრავებენ - თაბუკაშვილისა და ჭონქაძის ქუჩებზე.

ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება.

გაზიარება:
Paliani

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო