კოვიდპაციენტები რუხის კლინიკაში

01/19/2021
Radio Atinati-ის მიერ

გალიდან დევნილი ლეფთერ ზუღბაია და მისი მეუღლე თავდაპირველად გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თუმცა ერთი- ერთის მდგომარეობა დამძიმდა და სასწრაფოს ეკიპაჟმა ასაკოვანი ცოლ-ქმარი რამდენიმე დღის წინ რუხის კლინიკაში გადმოიყვანა.
,,გუდაუთაში ვიწექით სამი დღე, ძალიან ცუდად გახდა ჩემი მეუღლე და რეანომობილით გადმოვიყვანეთ აქეთ, ზუგდიდში. ორი დღე რეანიმაციაში იწვა, 24 საათი, დღე და ღამე იბრძოდნენ ექიმები მის გადასარჩენად და გადარჩა კიდეც, უკვე მესამე დღეს გადმოიყვანეს პალატაში, ჯერ კიდევ ჟანგბადდამოკიდებულია, მაგრამ ბევრად უკეთაა’’, - გვიხსნის ლეფთერ ზუღბაიას მეუღლე.

69 წლის ფირუზა ჯოჯუას ახალი კორონავირუსი გალში დაუდასტურდა. ინფიცირებიდან მალევე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და 4 იანვარს ის გალის რაიონის სოფელ რეფიდან რუხის კოვიდკლინიკაში გადმოიყვანეს. პაციენტი ახლა თავს კარგად გრძნობს, გვიღიმის და უხარია რომ კლინიკას მალე დატოვებს.

,,გალში დამიდგინეს ახალი კორონავირუსი 6 ქულით, სიცხეები მქონდა და რეანომობილით მომიყვანეს , ძალიან ცუდად ვიყავი, 39 მქონდა სიცხე, გულისრევა, ჰაერის უკმარისობა, თავბრუსხვევა , წელი მტკიოდა. მეთერთმეტე დღეა აქ ვარ და ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მგონი დავძლიე ეს კორონა ‘’, - უთხრა რადიო ,,ათინათს’’ გალის რაიონის მკვიდრმა.

,,პაციენტები შემოდიოდნენ საქართველოს ყველა კუთხიდან, აფხაზეთიდან 200-მდე პაციენტია შემოსული. დღესაც არიან აფხაზეთიდან პაციენტები ჩვენს კლინიკაში, გავწერეთ ახლახან რამდენიმე. კმაყოფილები წავიდნენ და შემდეგაც გვიკავშირდებიან ტელეფონით,’’ - გვეუბნება ექიმ-ინფექციონისტი, მარინა ქილორავა.

სამედიცინო კონტროლით და ექიმის მეთვალყურეობით კმაყოფილია მზიური მიქავა, რომელიც მეუღლესთან ერთად რუხის კოვიდცენტრში 6 იანვარს ჩხოროწყუდან შემოიყვანეს. მას ახლა უკვე ნაკლები სიმპტომი და მეტი ენერგია აქვს, მეუღლე კვლავ ჟანგბადდამოკიდებულია, თუმცა ამბობს, რომ შედარებით უკეთაა. კლინიკაში დროს ძირითადად მეუღლესთან საუბარში და კითხვაში ატარებს.

,,სიცხეები დამეწყო, 31 დეკემბერს გავიტესტთ დაგვიდასტურდა კოვიდი, მეექვსე დღეს გადმოგვიყვანეს აქ. სიცხე მქონდა, თავის ტკივილი, ხველა, მეუღლეს სიმპტომები არ ჰქონია, გულსისხლძრღვთა პრობლემები აქვს, სტენტი აქვს ჩადგმული და ამიტომ გადმოვიყვანეთ კლინიკაში. მეათე დღეა, აქ ვართ და ვართ ძალიან კმაყოფილები, მე თითქმის გამოსული ვარ მდგომარეობიდან, მეუღლეც შედარებით უკეთესად არის’’, - გვიყვება მზიური მიქავა.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან