COVID-19 - ეპიდემიოლოგიური ვითარება სამეგრელოში

15.10.2020 01:11

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან ზუგდიდში 11, ორი შემთხვევაა ხობში, ერთი - ჩხოროწყუში, 10 შემთხვევა - სენაკში, ორი კი - ფოთში. რეგიონის მასშტაბით, მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა, ინფიცირების უცნობი წყაროებისა და კონტაქტების დასადგენად. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 96 კოვიდპაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი, 37 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 11 პირი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi