#COVID19 ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში

15.11.2020 01:04

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 34 პაციენტი, მათ შორის 18 თბილისში,  აჭარაში - 8, იმერეთში - 6, ქვემო ქართლში ერთი და კახეთშიც ერთი ადამიანი. ამ დროისათვის სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 703-ია. დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან, თბილისში ვირუსი 1 354 ადამიანს დაუდასტურდა, აჭარაში – 410-ს, იმერეთში კი 398-ს. ახალი შემთხვევები გამოვლინდა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, გურიაში, სამეგრელო -ზემო სვანეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ამ ეტაპზე ქვეყანაში 16 888 აქტიური შემთხვევაა, მათგან 5 592 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს. 735 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების სულ 79 678 შემთხვევაა გამოვლენილი, ბოლო 24 საათში განიკურნა 3 387 ადამიანი, შედეგად განკურნებულთა რაოდენობა 62 061-ია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო