პროკურორი დავით კიკაჩეიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე ბრალდებული ყველა პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წელს საქართველოს შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წარმოებაში იყო ზ.ა-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. საქართველოს შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში მცხოვრებ ლ.ა-ს შესაძლოა ჰქონოდა ინფორმაცია ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიზნით, შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა ვ.ა-მ, შსს-ს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ რ.ა-მ და შსს-ს ჯვარის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ხ.ს-მ 2011 წლის 14 ივნისს, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში, ყოველგვარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, იარაღის მუქარით, განზრახ უკანონოდ დააკავეს ლ.ა., რომელსაც ავტომანქანაში სცემდნენ და სთხოვდნენ გაემჟღავნებინა ძებნილი ზ.ა-ს ადგილსამყოფელი. ამასთან, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის და მკვლელობის სიმულაციის მიზნით, რ.ა-მ ავტომანქანაში მყოფ ხელებშეკრულ ლ.ა-ს ავტომატის ლულა ჩაუდო პირში, რაც გაგრძელდა გარკვეული პერიოდი ავტომანქანის გაჩერებამდე. აღნიშნულმა პირებმა ლ.ა. მიიყვანეს სოფელ ჭალესთან არსებულ მიტოვებული აგურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კვლავ გააგრძელეს მის მიმათ სასტიკი მოპყრობა. კერძოდ, მას აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და ავტომატით გასროლის ინსცენირებას ახდენდნენ. ვრცლად: https://pog.gov.ge/news/prokuraturis-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
პროკურორი დავით გუმბერიძე
საქართველოს პროკურატურა
პროკურორი დავით ყაზარაშვილი
საქართველოს პროკურატურა
პროკურორი დავით ჩხარტიშვილი არ კადრულობს 19.02.2019წ დაზარა...
Beso Mikava
ე.წ ციანიდის საქმე: ირაკლი ფირცხალავას ბრალდებას პროკურორი დ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"არ ვიცი,სატანა დამაჯდა მხარზე,თუ რა ჯანდაბა მოხდა“პროკურორი...
Beso Mikava
მიხეილ რამიშვილი ორჯერ უკვე გაიქცა და პროცედურაში მონაწილეობ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მუდმივმოქმედი საბ...
გაზეთი ბოლნისი