"არ ვიცი,სატანა დამაჯდა მხარზე,თუ რა ჯანდაბა მოხდა“პროკურორი დავით შაკიაშვილს.თემურ ჯახაია კოხორიდან

03/10/2020
Beso Mikava-ის მიერ

\"ისეთი არაფერი დამიშავებია მე მგონი მარა კი დავაშავე იმიტომ რომ მე ვარ დებილი\" თემურ ჯახაია კოხორიდან.
\"არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა“
პროკურორი დავით შაკიაშვილს თბილისიდან

https://www.radiotavisupleba.ge/a/304...
\"არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა“ პროკურორი დავით შაკიაშვილს
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა პროკურორ დავით შაკიაშვილს, რომელსაც გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიებად 50 000 ლარის ოდენობის გირაოს გამოყენების შესახებ. ამ თხოვნით მოსამართლეს მიმართა თავად ბრალდებულმაც - „არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა“, - განაცხადა ბრალდებულმა დავით შაკიაშვილმა სასამართლო სხდომაზე, რომელზეც კოლეგებს, პროკურატურას ბოდიში მოუხადა, ხოლო ადვოკატებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა:

„შევცდი, არ ვიცი, როგორ, რანაირად, როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა.

არ ვიცი, სატანა დამაჯდა მხარზე, თუ რა ჯანდაბა მოხდა. მივატოვე 2 ოჯახი, ერთი - პროკურატურა და მეორე ჩემი ნამდვილი ოჯახი, რომელიც ასე მივატოვე.

ძლივს ამოვედით გაჭირვებიდან და ისევ უკან ჩავვარდით. მე გთხოვთ, რომ გამოიყენოთ გირაო\", - მიმართა, \"ინტერპრესნიუსის\" თანახმად, მოსამართლეს დავით შაკიაშვილმა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომელი, დავით შაკიაშვილი, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით 9 მარტს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, დავით შაკიაშვილმა მისი საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 50 000 ლარის ოდენობით ქრთამი მოითხოვა.

\"ბრალდებულის ოჯახის წევრი დათანხმდა პროკურორის მოთხოვნას და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, ბრალდებულის მამას და ადვოკატს ქრთამის სახით გამოართვა მთლიანობაში 20 000 ლარი. ქრთამის აღების დროს დავით შაკიაშვილი დააკავეს\", - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეოები „Beso Mikava"-ისგან