სასამართლო პროცესი


ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ ყოფილ პროკურორს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატ ემზარ საბანაძის ინფორმაციით, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის ყოფილი პროკურორი დავით შაკიაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა ადასტურებს თანხის აღებას. როგორც საბანაძე აცხადებს, ადგილი ჰქონდა არა ქრთამის აღებას, არამედ შესაძლოა საქმე ეხებოდეს თაღლითობას და მისი სურვილია მუხლის შესაბამისი  გადაკვალიფიცირება მოხდეს.

პროკურორის ინფორმაციით კი არსებობს ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ასახავს როგორ იღებს 20 000 ლარის ოდენობის თანხას ბრალდებული.

ბრალდებულ დავით შაკიაშვილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან