სასამართლო პროცესი

03.05.2021 00:53

მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრის, ნიკა ნარსიას სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნული შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. სხდომა ონლაინრეჟიმში მიმდინარეობდა. ნარსიას გამოძიება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით მიმდინარეობს. ნარსია გუშინ ქვიტირის სასაფლაოსთან დააკავეს. მას დის საფლავთან მისვლა უნდოდა, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. აღნიშნულს კი სამართალდამცველებთან  შელაპარაკება მოჰყვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: