მასობრივი არეულობა და დაპირისპირება გრძელდება ამერიკაში. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ბრუკლინში. დაკავებულია 90 ადამიანი. ვითარება დაძაბული იყო ახალ ორლეანშიც, სადაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. „სიენენის“ინფორმაციით, აშშ-ში პოლიციელების მხრიდან რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად, ბევრმა მოქალაქემ თვალი დაკარგა, რის გამოც, მოსახლეობის ნაწილი ამ ტიპის იარაღის გამოყენების აკრძალვას ითხოვს. მინესოტას პროკურატურამ ბრალი წაუყენა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისას ადგილზე მყოფ სამ ყოფილ პოლიციელსაც. ასევე დაუმძიმდა ბრალდება დერეკ შოვინსაც, რომელიც გამოძიების ცნობით, პირადად არის პასუხისმგებელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილზე. მას მეორე ხარისხის მკვლელობაში ედება ბრალი. პროკურორის განცხადებით, ჯორჯ ფლოიდის საქმეზე, ყოფილი პოლიციელებისთვის ბრალის წაყენების გადაწყვეტილება, ფაქტებს ეფუძნება და საპროტესტო აქციებს არ უკავშირდება. დონალდ ტრამპის თქმით, საპროტესტო აქციების დასაშლელად, სამხედროების გამოყენება საჭირო არ იქნება, თუმცა წესრიგის დაცვა ყველას მოუწევს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.