მზია ხუბულავა, 65 წლის

05/04/2021
Radio Atinati-ის მიერ

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა ინგლისური ენის სპეციალისტმა მზია ხუბულავამაც. მზიას, მის ირგვლივ, სამეგობროში არ ეგულება ადამიანი, ვინც ვაქცინაზე უარს იტყვის ან მისი წინააღმდეგია.

,,როცა აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობ, შენს მეგობრებს ხვდები, ახლობლებთან მიდიხარ, ნათესავებთან, ძმასთან, ძმისშვილებთან, ყველასთან გინდა მიხვიდე, ისინი მოვიდნენ შენთან, მეზობელთან გინდა გადახვიდე, თუმცა გეშინია ყველაფრის. თავიდან მაღაზიაში პირბადით რომ შევდიოდი, მაინც მეშინოდა. ახლა უფრო ვხდები, რომ თუ პირბადე გიკეთია და ჰიგიენის წესებს იცავ, ასე თუ ისე დაცული ხარ. თავიდან იყო ძალიან რთული, დეპრესიაში იყო ხალხი, მე მგონი ეხლაც არის, არ არის ჯერ განელებული. მე არ ვიცი, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, ვინც ამბობს, არ გავიკეთებ, რად მინდა მე ვაქცინაო. მე ხომ მარტო მე არ ვარ , ჩემ ირგვლივ ხომ ხალხია, მე რომ დამემართება, სხვასაც ხომ გადავდებ. მთელ მსოფლიოში რა ამბავია, ხომ ვხედავთ, აიცრა ხალხი, კიდევ აიცრება და ამით შევძლებთ დავამარცხოთ ეს ვირუსი. მართალია ახალი შექმნილი ვაქცინაა, მაგრამ დაიხვეწება თანდათანობით’’, - გვეუბნება მზია ხუბულავა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან