ბრიტანეთის საბჭომ ჟურნალისტებს..

06/21/2012
odishitv-ის მიერ

ბრიტანეთის საბჭომ ჟურნალისტებს სერთიფიკატები გადასცა.

ფონდ \"ღია საზოგადოება - საქართველოს\" მხარდაჭერით ბრიტანეთის საბჭომ სამეგრელოს რეგიონის მედია საშუალებების ჟურნალისტებისათვის ინგლისური ენის სწავლების პროგრამა შარშან დაიწო. პირველი 9თვიანი კურსი გასული წლის დეკემბერში დასრულდა.პროგრამის ფარგლებში შეირჩა ჟურნალისტები სხვადასხვა მედია საშუალებიდან. ყველა პრეტენდენტს ჩაუტარდა ენის ცოდნის განსაზღვრის ტესტი, რის მიხედვითაც შეფასდა ცოდნის დონე და დაიგეგმა ჯგუფური სამუშაოები.ინგლისური ენის კურსები კვირაში ორჯერ, ორ-ორი საათის ხანგრძლივობით ჩატარდა.სამეგრელოს რეგიონში პროექტის პირველად განხორციელდა და საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.პროექტის მეორე ეტაპი აპრილში დაიწყო და კიდევ 9 თვეს გაგრძელდება. ჟურნალისტებს გაკვეთილებს პროფესიონალი პედაგოგი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მზია ხუბულავა უტარებს.ჟურნალისტები ინგლისურის უფასო კურსებით კმაყოფილები არიან, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ჯგუფმა ერთობლივად ინგლისურენოვანი გაზეთი გამოუშვა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. გაკვეთილები ასოციაცია ,,ათინათში\" ტარდება, 10 მონაწილეს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ეს კურსი, დღეს სერთიფიკატები გადაეცათ.

პროექტის ფარგლებში ჟურნალისტებს უფასოდ ურიგდებათ სასწავლო წიგნები, დამატებითი ლიტერატურა საშუალება აქვთ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ადგილზე ნახონ.
http://www.odishi.ge/
  / odishitv