ანი წითლიძე: ყინულის სახლით ვიცე მერმა გია გულორდავამ იხეირა

06/06/2016
Radio Atinati-ის მიერ

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე ვიცე მერს გია გულორდავს კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. წითლიძეის თქმით, ყინულის მოედანი ვიცე მერისთვის კორუფციის ერთ-ერთ ნაწილად იქცა და მისი მფარველობით ყინულის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კვლავ შ.პ.ს „გილაანი 21 “ განახორციელებს.

ბოლო სხდომაზე გაირკვა რომ ყინულის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაობისთავის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა იქნეს მოძიებული, როდესაც მერია აცხადებდა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ხარჯებს თავის თავზე კულტურის სამინისტრო აიღებდა.

„ბოლო სხდომაზე გაირკვა რომ ყინულის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაობისთავის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა იქნეს მოძიებული, როდესაც მერია აცხადებდა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ხარჯებს თავის თავზე კულტურის სამინისტრო აიღებდა. რაც იმას ნიშნავს რომ ას ორმოცდა თხუთმეტი ათასი ლარი სხვა მნისვნელოვან პროექტებს უნდა მოაკლდეს. ყინულის სახლლის მშენებლობა 5 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. სამშენებლო სამუშაოებისთვის მშენებელ კომპანია „გილანი 21“ დამატებით რვაას ორმოცდაათი ათასი ლარი გადაერიცხა, სწორედ ამ კომპანიის მიერ უხარისხოდ შესრულებულმა სამშაოებმა ყინულის სახლის ჩამონგრევა გამოიწვია, რაზეც პასუხია არავის მოუთხოვია. ყინულის მოედანს სარგებლობა მოციგურავეებისთვის უნდა მოეტანა, მაგრამ ამით იხეორა გია გულორდავამ“ - განაცხადა მან

ვიცე მერის გია გულორდავს განმარტებით, ყინულის მოედანის ჩაფუშვა უხვმა ნალექმა გამოიწვია, რაც გათვალისწინებული არ ყოფილა.

„თანხა ას ორმოცდა თხუთმეტი ათასი ლარი რომელიც სჭირდება რეაბილიტაციას მოძიებულია ადგილბრივი ბიუჯეტიდან. ხოლო ამ თემასთან დაკავშირებით ტენდერი ერთ კვირაში გამოცხადდება და ყინულის სახლი ექსპუატაციაში სექტემბრიდან შევა“ -განაცხადა გია გულორდავამ

ცნობისთვის, ყინულის სასახლე გასულ ზამთარში დიდთოვლობის დროს დაზიანდა.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან