3 სექტემბერს, ქვემო ქართლში ახლადდანიშნული სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტს ესტუმრა.
მხარის გუბერნატორი მოადგილესთან ზაურ დარგალთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ზაურ ტაბატაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძესთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მარნეულის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების - სადახლოს, დამია–გეურარხის, ქვემო სარალის, ზემო სარალის, კაჩაგანისა და კასუმლოს მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებში, გუბერნატორმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა მათი საჭიროებები და მათთან ერთად იმსჯელა მოგვარების გზებზე.
გარდა ამისა, მხარის გუბერნატორმა მასთან შესახვედრად შეკრებილ მოსახლეობას საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები გააცნო რეგიონის განვითარების მიმართულებით.
დღესვე, ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა დასრულებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა სოფელ კაჩაგანსა და სოფელ ხანჯიგაზლოში.
პროექტის ფარგლებში სოფელ კაჩაგანში ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით დაიგო 1140 გრძ/მ გზა. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულებამ შეადგინა 295 157 ლარი.
სოფელ ხანჯიგაზლოში კი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით დაიგო 530 გრძ/მ გზა. პროექტის სახელშეკრულებლო ღირებულებამ შეადგინა 118 841 ლარი.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან, გუბერნატორის გაცნობითი შეხვედრები კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ აქტიურად გაგრძელდება და ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/202...