ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თორიამ პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გამართა. მან ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის გაფლანგვაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ხალხის ფულს პირადი ინტერესებისთვის იყენებს.
ლევან თორიამ ყურადღება გაწეულ სარესტორნო ხარჯებსა და მანქანების მომსახურებაზე გაამახვილა და კონკრეტული ციფრები დაასახელა.
,,ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელისუფლების სარესტორნო ხარჯები დაფინანსდა და მან წელიწადისა და ექვსი თვის განმავლობაში 70 821 ლარი შეადგინა“, - აღნიშნა თორიამ.
რაც შეეხება მანქანების მომსახურებას, თორიას ვარაუდით, მასთი თანხა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაიხარჯა, როცა, მისივე თქმით, ადგილობრივი ხელისფულების ბალანსზე მყოფი ავტომობილები „ქართული ოცნების“ ინტერესებისთვსი გამოიყენეს.
„ადგილობრივი ხელისუფლების ბალანსზე არსებული ავტომობილების მომსახურების ხარჯები, საწვავის გარეშე არის 1 699 434 ლარი. ეს არის წელიწადი და ექვსი თვის ხარჯები. ესეთ მცირე დროში, თან ისეთი პატარა ქალაქისთვის როგორიც არის ზუგდიდი, ეს არის კოლოსალური თანხა“, - განმარტა თორიამ.
ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე ქალაქის მერიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati. .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/