იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილება 16 ხმით, ერთის წინააღმდეგ მიიღეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლის დარღვევის შესაბამისად, დაზარალებულად ცნობილ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეცეს, ხოლო პირველი პარაგრაფის მეხუთე მუხლის დარღვევისთვის, თითოელ მოქალაქეს 10 000-დან, 15 000-მდე ევროს ოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია კონვენციის მე-3 მუხლი, რაც პატიმრობის დროს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ითვალისწინებს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რატი ბრეგაძის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აგვისტოს ომის საქმე - ჰააგის მთავარი პროკურორი სამი პირის და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი ეხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
8
იუსტიციის მინისტრის წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შ...
Ministry of Justice of Georgia