სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის ომის სარჩელზე რუსეთს საქართველოსთვის 129 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეხმაურება და წერს, რომ საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა. „მორიგი გარდამტეხი გამარჯვება – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს!“, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში. დეოკუპაციის გზაზე დიდი გამარჯვებაა, - ასე აფასებს ევროსასამართლოს განაჩენს იუსტიციის მინისტრი.
„გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. რუსეთის ფედერაციამ ეს დარღვევები ჩაიდინა მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ევროსაბჭოს წევრი იყო. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მას აქვს ვალდებულება, სრულად აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 24 000-მდე მოქალაქეს რუსეთმა კომპენსაციის სახით ჯამში 130 მილიონ ლარამდე უნდა გადაუხადოს. ასეთია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის განაჩენი. ახლა მთავარი კითხვაა - როგორ უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება, როცა რუსეთი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში აიგნორებდა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ის ევროსაბჭოდან გარიცხეს. აღსრულების პროცესს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი გააკონტროლებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.