იუსტიციის მინისტრის წერილი
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილს პასუხობს, რომლითაც ფოტიგამ მოითხოვა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში. წერილში იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ყველა უფლებით, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული. მათ შორის, მასთან განხორციელდა 201 ვიზიტი, რაც მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების გამჭვირვალობაზე. ასევე, რატი ბრეგაძე წერს, თუ რატომ განხორციელდა მსჯავრდებულის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში და ხაზს უსვამს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც კვლავ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები. „თქვენს წერილში ახსენებთ წარსულში თქვენს ვიზიტებს „პოლიტიკური პატიმრების“ მოსანახულებლად. მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ სხვა რომელიმე ავტორიტეტულ ინსტიტუტს, ასეთად არ მიუჩნევია არცერთი პატიმარი საქართველოში“- ნათქვამია რატი ბრეგაძის წერილში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
წერილი იუსტიციის მინისტრის სახელზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტრასბურგის სასამართლოს წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის მინისტრი პროექტის - ''წერილი ჯარისკაცებს'' - მონაწ...
Ministry of Justice of Georgia
სააკაშვილის მხარდამჭერების მიმართვა იუსტიციის მინისტრს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის მინისტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა სიმონიშვილი იუსტიციის მინისტრის მიერ ციხის ვიდეოჩანაწერ...
რადიო თავისუფლება
სენატორების წერილი - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster