„ევროკავშირის რეგიონალური საინიციატივო პოლიტიკა: მოდელი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების რეგიონებისთვის,\" - ამ თემაზე დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი გაიმართა. მომხსენებელი ამავე უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლების გარდა, ასოციაცია „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის\" თავჯდომარეც იყო. საუბრის ძირითადი მიმართულება საქართველოს ევროსტრუქტურებთან დაახლოების საკითხები იყო, მათ შორის მოახლოვებული ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი მნიშვნელობა. სემინარი თესაუს-ა და ასოციაცია „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის\"- ინიციატივით გაიმართა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1iw38cA
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1iw38cA