ახალი 3 | სააკაშვილის შეხვედრები | 26.09.12
საქართველოს პრეზიდენტმა, ნიუ-იორკში, გაეროს ასამბლეის სესიის პარალელურად შეხვედრები გამართა ევროპელ ლიდერებთან და ევროკავშირის პრეზიდენტთან. მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის პრეზიდენთან ჰერმან ვან რომპეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიღწეული მოლაპარაკების შედეგად, ქვეყნის მოქალაქეებს უახლოეს მომავალში ევროპაში უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ. სააკაშვილმა პირისპირ შეხვედრები გამართა პოლონეთის პრეზიდენტთან ბრონისლავ კომაროვსკისთან და დომენიკის რესპუბლიკის პირველ პირთან დანილა მედინა სანჩესთან. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობა, რეგიონალური უსაფრთხოება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube
მსგავსი ვიდეოები
ახალი 3 | სტატია შვედურ პრესაში | 26.09.12
GeoArchive
გვერდიდან | 3.10.2023
POSTV - ანალიტიკა
ახალი 9 | პრეზიდენტი გორში | 26.09.12
GeoArchive
მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები „ვივამედიდან“
Formula News
გვერდიდან | 18.09.2023
POSTV - ანალიტიკა
გვერდიდან | 26.12.2023
POSTV - ანალიტიკა
ახალი 3 | სააკაშვილი საირმეში | 26.08.12
GeoArchive
ახალი 9 | სააკაშვილი ბათუმში | 22.09.12
GeoArchive