ზუგდიდში ნატოს დღეების ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
ზუგდიდში, ნატოს დღეების ფარგლებში, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრნენ. შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა, ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნარდაია და საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი ანა ცანავა უძღვებოდნენ. „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, რადგან ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივებზე“, - აღნიშნა ნარდაიამ. ანა ცანავას თქმით, მსგავსი შეხვედრები სხვა საკითხებთან ერთად იმ კონტექსტშიც მნიშვნელოვანია, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის საპირისპიროდ აუციელებელია სწორი ინფორმაციის გავრცელება ნატოსთან თანამშრომლობით. შეხვედრას სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ფარცვანიაც ესწრებოდა. მისი განცხადებით, დამსწრეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ მოსახლეობის გადაწყვეტილებაა ჩვენი ნატოში ინტეგრაცია. „კარგია საკმაოდ აქტიური ჩართულობა დამსწრე პირების მხრიდანაც, რადგან მოსახლეობის 71 %-ის გადაწყვეტილებაა, რომ ნატოში ინეგტრაცია მოხდეს. ნატო კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის. როგორც იენს სტოლტენბერგის ამბობს, „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“. საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან, მედიასთან, და ა.შ. ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„საქართველო და ევროპა“ ბავშვების თვალებით - ნახატები ასფალტზ...
Radio Atinati
ნატოს დღეები ზუგდიდში
Livepress. ge
„საქართველო ISAF-ის მისიაში"-ფოტო...
odishitv
თვითმმართველობის არჩევნები 2021
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნები 2021 ვითარება ზუგდიდში დეტალებით ნატო ბერულავა
სამეგრელო news samegrelo news
როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას - შეხვედრა ზუგდიდში
Radio Atinati
ენმ: ზუგდიდში არსებულ დანაშაულებრივ ქმედებაში გუბერნატორი ა...
Radio Atinati
გარბენი "ნატოს თასზე" ენგურის ხიდზე დასრულდა
Radio Atinati