შოთა რეხვიაშვილი რეგიონის მცხოვრებლებთან შეხვედრებს განაგრძობს


მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, ქვემო ქართლის გუბერნატორი, სოფელ ყიზალაჯლოში, ალგეთში, კაპანახჩში და ქალაქ მარნეულში იმყოფებოდა.

შოთა რეხვიაშვილმა მოსახლეობას რეგიონის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები და სიახლეები გააცნო, ადგილობრივებისგან კი მათი საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

დღესვე გუბერნატორმა, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ მარნეულში, სკოლის მშენებლობა დაათვალიერა, ასევე გაეცნო სოფელ ალგეთში შიდა და ცენტრალური გზების სარეაბილიტაციო პროეტებს.

შოთა რეხვიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს ეტაპობრივად რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამართავს.
#ქვემოქართლი2018
#მარნეული2018
#მოსახლეობასთანშეხვედრა2018
#პროექტები2018
#გუბერნატორი2018
#შოთარეხვიაშვილი2018

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან