პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა

02.02.2019 01:15

პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა. მოსახლეობა და ხეობის უხუცესთა ალტერნატიული საბჭო დღევანდელ აქციაზე იმის გარკვევას ცდილობდა, ვის შეჰყავს შეცდომაში ხელისუფლება და სამშენებლო კომპანია "ფერის" ხელმძღვანელობა, თითქოს ხეობის მოსახლეობა ჰესების აშენების მომხრეა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აქტივისტების პოლიციაში დაბარებების ფაქტიც გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესის აშენების შემთხვევაში, სასმელი და სარწყავი წლის გარეშე დარჩენა ემუქრებათ, ისინი რადიაციის მაღალ დონეზე და დაავადებულთა რიცხვის მატებაზეც საუბრობენ. კომპანია "ფერი" ბირკიანი- ჯოყოლო- დუისის მონაკვეთზე 110-კილოვატიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავს, თუმცა, სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა, მოსახლეობის პროტესტის გამო ვერ იწყება. საპროტესტო აქციაზე, ხეობის მოსახლეობასთან შესახვედრად  ხელისუფლებისა და კომპანია "ფერის" წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სოლიდარობის აქცია პანკისში
01:03

სოლიდარობის აქცია პანკისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპროტესტო აქცია პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში
00:31

საპროტესტო აქცია პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პანკისელები რეპრესიის და საპოლიციო კონტროლის პრაქტიკაზე
08:17

პანკისელები რეპრესიის და საპოლიციო კონტროლის პრაქტიკაზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

მცირე ჰესების მშენებლობა - შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში
01:27

მცირე ჰესების მშენებლობა - შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან
01:37

შეხვედრა პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჰესების მშენებლობა - ექსპერტების შეფასებები
06:09

ჰესების მშენებლობა - ექსპერტების შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივების შეხვედრა მიმდინარეობს
03:09

სოფელ ჯოყოლოში ადგილობრივების შეხვედრა მიმდინარეობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გარემოსდამცველების განცხადება
01:39

გარემოსდამცველების განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო