მცირე ჰესების მშენებლობა - შეხვედრა ეკონომიკის სამინისტროში

29.01.2019 01:27

მცირე ჰესების კასკადის მშენებლობა პანკისის ხეობაში უახლოეს პერიოდში დაიწყება. ასეთია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრის მთავარი შედეგი,  რომლის დროსაც ხეობის მოსახლეობამ მთავრობისა და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ჰესების - "ხადორი 3"- ისა და "სამყურისწყალი 2"- ის მშენებლობის დეტალები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა იმ სარგებელზე, რომელსაც ხეობის მოსახლეობა მიიღებს როგორც სამშენებლო, ასევე ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. ხეობაში „ხადორი 3“ - ისა და „სამყურისწყალი 2“ - ის ჰიდროელექტროსადგურებს კომპანია „ფერი“ ააშენებს, რომელიც ჯამურად 40 მლნ. აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო