უარი რიონის მცველებთან საჯარო შეხვედრაზე
28 დეკემბერს რიონის ხეობის მცველებმა თბილისში, სახელმწიფო ელექტროსისტემის ოფისში, მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის გასაჯაროება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღეს. საბოოლოოდ, შეხვედრა ჩაიშალა. ოფისის წარმომადგენლებმა ვარლამ გოლეთიანს პროტესტის და კომუნიკაციის ფორმა დაუწუნეს. რიონის ხეობაში ჰესთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები კვლავ განახლდა. ორწლიანი პროტესტის და ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ხეობიდან გასვლის მიუხედავად, დღემდე ბუნდოვანია ჰესის ბედი და ხელისუფლების გეგმა ხეობაში. ნამახვანჰესის პროექტი და მისი მიზნები სათანადოდ გამოკვლეული ჯერაც არ არის, თუმცა, ხეობაში, პარალელურ რეჟიმში დაუსაბუთებლად შენდება მცირე ჰესები და ქვესადგურები. მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად, ადგილობრივი მთავრობა უარს ამბობს გზის დაგებაზე, რასაც რიონის ხეობაში კომპანია „ენკას რენიუებლზ“-ის ინტერესების გატარებით ხსნიან და ნამახვანჰესის მშენებლობის შესაძლო განახლებით. მიმდინარე პროცესებს რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ რიონის ხეობის მცველები პასუხისმგებელ ორგანოებთან საჯარო შეხვედრას ითხოვენ. რასაც მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა საბაბით თავს არიდებენ. გვიპოვეთ აქ: Facebook: / mautskebeli.ge Instagram: / mautskebeli. . Twitter: / mautskebeli Web: https://www.mautskebeli.ge/
მაუწყებელი • Mautskebeli-ის სხვა ვიდეოები
ლალი ეფრემიძე ნამოხვანში მიმდინარე მოვლენების შემდ...
ილია ჭანტურია - "გემი დავლანდე"
სოფელი ზოდი განადგურების მოლოდინში
საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი/Otlaqsız qalan kə...
ცხოვრება ემიგრაციაში: ნანიკო ქურიძის ისტორია
კომპანიას მძღოლების ნახევარი მილიონი ევრო მართებს
გერმანიაში ქართველი მძღოლების გაფიცვა გრძელდება
გიორგი ზენაიშვილი: ტრაილერის მძღოლების გაფიცვა გერ...
მსგავსი ვიდეოები
მინისტრებმა შეხვედრა 9 წუთში დატოვეს – „ნამახვანჰესზე კითხვე...
Mtisambebi / მთის ამბები
უარი ნამახვანჰესს - მრავალათასიანი აქციის ულტიმატუმი მთავრობ...
Mtisambebi / მთის ამბები
მაკა სულაძე - აქტივისტი ქალი რიონის ხეობიდან
Mtisambebi / მთის ამბები
კიდევ ერთი ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი მოქალაქე და კიდევ ერ...
GeN PUD
საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა რუსეთისადმი სანქციების...
Rioni.TV
სოფელ ბერბუკში 9 თვის გოგონა გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"არა სვანეთის დაცლას, არა ჰესებს!" - ლენტეხის მოსახლეობის აქ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მთიან ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster