პანკისელები რეპრესიის და საპოლიციო კონტროლის პრაქტიკაზე
ვიდეოში თემის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პანკისის ხეობაში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობაზე და თემის განწყობებზე მსჯელობენ. ადგილობრივები აკრიტიკებენ პანკისის ხეობაში ისტორიულად ჩამოყალიბებულ რეპრესიისა და საპოლიციო კონტროლის პრაქტიკას და მათ მიმართ გაბატონებულ დისკურს და სახელწიფოს ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებას სთხოვენ. რესპონდენტები კრიტიკულად იხსენებენ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეს და გამოძიების არსებით ხარვეზებს, ასევე 21 აპრილს ჰესების საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილ მასშტაბურ საპოლიციო ღონისძიებას და მანამდე ჰესების მშენებლობის მხარდასაჭერად ინტენსიური საპოლიციო კონტროლის პრაქტიკას. რესპოდენტების თქმით, ამ პროცესმა თემის სოციალურ ქსოვილზე მძიმე გავლენა იქონია და შიდა კონფლიქტების მიზეზიც გახდა. მათი აზრით, ამ დროისთვის ხელისუფლება ხეობის საჭიროებების და წუხილების იგნორირების სტრატეგიას ირჩევს, რასაც თვეების განმავლობაში გაჩერებული სოციალური და ინფრასტრუქტული პროექტებიც ადასტურებს. სოფელ ბირკიანში დაგეგმილი პოლიციის მასშტაბური შენობის მშენებლობის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტოს თემთან სათანადო კომუნიკაციაც კი არ ჰქონდა, ადგილობრივებისთვის რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერების ნიშანი უფროა, მითუფრო, რომ დანაშაულის სტატისტიკა ამ მცირე ხეობაში, მეორე ახალი პოლიციის შენობის გახსნის სამართლებრივ ან სოციალურ საჭიროებას ვერ ხსნის. ადგილობრივები თემში შექმნილ სოციალურ უიმედობაზე და ახალგაზრდებში მიგრაციის მზარდ ინტერესზე უთითებენ, რაც მათთვის სწორედ შექმნილ უსამართლო გარემოზე და უპერსპექტივობაზე პასუხია. http://emc.org.ge/
სოციალური სამართლიანობის ცენტრი-ის სხვა ვიდეოები
20-21 ივნისის მოვლენების პირველადი სამართლებრივი შ...
20 - 21 ივნისის მოვლენების პირველადი სამართლებრივი...
EMC-ის ფორუმი: გიორგი მაისურაძე - მართლმადიდებლური...
როგორ ჩამოყალიბდა პანკისის ხეობა პოლიტიკურ ეპიცენტ...
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამ...
კოალიცია თანასწორობისათვის
კამპანია ►რას მოითხოვ შენ! გუგული ცუცქირიძე
გურო იმნაძე - შეწყალების მექანიზმზე
მსგავსი ვიდეოები
პანკისი: ხეობა, რომელიც იცლება
მაუწყებელი • Mautskebeli
პანკისი - შეტაკებებიდან მეორე დღე
რადიო თავისუფლება
პანკისელები დიალოგისთვის მზად არიან
TV IMEDI
პანკისელები ტელეკომპანია თანამგზავრის თოქშოუში.
Temuri Tsatiashvili
პანკისელები ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ / ისლამ გორგიშვ...
ჰეშთეგი / Hashtag
პანკისელები აშშ-ის შავ სიაში
TV3
პანკისელები სპეცრაზმელების დასჯას მოითხოვე
PalitraNews
პანკისელებზე ალაპარაკდა დომენიკ მანგო
Domenic Mango