ჰესების მშენებლობა - ექსპერტების შეფასებები
იყო თუ არა პანკისის მოსახლეობასთან ჰესის აშენებაზე შეთანხმება მიღწეული გუშინ დილით, ანუ მაშინ, როცა ხეობაში მშენებლობის დასაწყებად სამშენებლო ტექნიკა პოლიციელების თანხლებით შეიყვანეს, რატომ გახდა მოგვიანებით ხეობაში სპეცრაზმის შესვლა საჭირო და რამ გამოიწვია დაპირისპირება, რაც საბოლოოდ რეზინის ტყვიების, ხელჯოხების, ქვების სროლით და ცრემლსადენი აირის გამოყენებით დასრულდა. ეს არის კითხვები, რომლებზეც დილიდან სხვადასხვა უწყებას განმარტებების გაკეთება უწევს. სოფელ ბირკიანის მცხოვრებლები ჰესის აშენებაზე რაიმე შეთანხმების არსებობას უარყოფენ, სამშენებლო კომპანიაში კი ამტკიცებენ, რომ ადგილობრივებთან ჰესის საკითხზე მოლაპარაკებები 2017 წლიდან მიმდინარეობდა. საუბარია ხუთმეგავატიანი სიმძლავრის ჰესზე, „ხადორი 3-ზე“, რომელსაც კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ ალაზნის პირას აშენებენ. ეკონომიკის სამინისტრო სამშენებლო კომპანიასთან ერთად ჰესის აშენებით მისაღებ სარგებელზე მიუთითებს და ამტკიცებს, რომ მსგავსი სიმძლავრის ენერგოობიექტი გარემოსთვის საფრთხისშემცველი არ არის. მინიშნებები კეთდება პროცესში გარე ძალების შესაძლო ჩართულობაზე და მიზანმიმართულ პროვოკაციაზეც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჰესების მშენებლობა და გამოწვევები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენგურჰესი - ომისა და მშვიდობის ჰესი
JAMnews ქართულად
ტყუილი, რომლითაც პოლიტიკოსები და მედია მდინარე რიონის, მთები...
TV IMEDI
ენერგეტიკის განვითარების გეგმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი ბულვარი პლაჟის გარეშე
აჭარა ენმ / Adjara unm
შეხვედრა ევროკავშირის ენერგოგაერთიანებასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
MOE: შეხვედრა ყაზბეგის მოსახლეობასთან
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ჰესების მშენებლობა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил