შეხვედრა ევროკავშირის ენერგოგაერთიანებასთან

12.06.2021 03:25

შედგება თუ არა „ნამახვანჰესის“ ისეთ პროექტზე შეთანხმება, რომელიც ყველა მხარის ინტერესებს დააკმაყოფილებს - ჰესების კასკადის შესახებ მსჯელობენ ნატახტარში, სადაც ევროკავშირის ექსპერტების მედიაციით პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. უცხოელი სპეციალისტების თანდასწრებით მშენებლობის მომხრეები და პროტესტის მონაწილეები პოზიციებს ცვლიან. შვიდი თვის წინ დაწყებული აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ დიალოგისთვის ახალი სივრცე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ მათი მოთხოვნების ნაწილი მაინც დაკმაყოფილდება. ჩამონათვალშია - რიონის ხეობაში ბარიკადების აღება, საპოლიციო ძალების გაყვანა და აქციის დაკავებული მონაწილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. პარალელურად, განცხადებას ავრცელებს კომპანია „ენკა“ და აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს კომპანიამ ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას, - ვკითხულობთ ტექსტში. რაც შეეხება ნატახტარში გამართულ შეხვედრას, განხილვა თემაზე ამ დრომდე გრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეხვედრა ევროკავშირის ენერგოგაერთიანებასთან
06:53

შეხვედრა ევროკავშირის ენერგოგაერთიანებასთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ევროკავშირის ენერგოგაერთიანებასთან
05:24

შეხვედრა ევროკავშირის ენერგოგაერთიანებასთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობაში
05:43

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან
04:39

შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ევროკავშირის ოფისში
04:45

შეხვედრა ევროკავშირის ოფისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობაში
07:10

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან
02:05

შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან
01:29

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან

Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил

ყველა ვიდეო