ახალი ბულვარი პლაჟის გარეშე

02/21/2019

2013 წლის შემდგომ აჭარის მთავრობამ გააუქმა ნაპირგამაგრების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ნატანის ხელოვნურად შეტანას, რამაც გამოიწვია ახალი ბულვარის ნგრევა, თუმცა ამ უგუნური გადაწყვეტილების გამო არავინ დასჯილა.
2015 წელს აჭარის მთავრობამ დახარჯა 5,3 მილიონი ლარი, რითაც მოეწყო ქვანაყარი ბერმი დღეს კი ჩანს რომ დაიკარგა ერთი კილომეტრის სიგრძის პლაჟი ამაზეც არავინ დასჯილა. ამასთან ერთად ჩაიკეტა აეროპორტის მიმდებარედ არსებული სანიაღვრეები, რის გამოც შესაძლოა გამოიწვიოს ამ ტერიტორიების დატბორვა და დაჭაობება
2017 წელს დაიწყო ნაპირსამაგრი სამუშაოები, რაშიც 30 მილიონი ლარი დაიხარჯება. აჭარის მთავრობა ტელევიზიებით გვარწმუნებს რომ წარმატებული პროექტია თუმცა როცა გამოვითხოვეთ ინფორმაცია გვიპასუხეს(12.04.2017წ წერილი) რომ მათ პროექტის შესახებ არანაირი დოკუმენტი ან ინფორმაცია არ გააჩნიათ.
პროექტის დამკვეთმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოგვაწოდა დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც კითხვებს აჩენს პროექტის წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით, მათ შორის ერთერთი ექსპერტის ბატონ ზაალ ასკურავას დასკვნა, სადაც ასახულია მნიშვნელოვანი შენიშვნები, რაზედაც პროექტის ავტორების მიერ გაცემული პასუხები არ არის წარმოდგენილი. აღნიშნულზე მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია, რაზედაც უკვე თვეებია პასუხს არ გვიგზავნიან.
აღსანიშნავია, რომ იმ ადგილიდან საიდანაც ხდება ნატანის ამოღება როგორ მოხდება ნატანის შევსება ამის ამსახველი კვლევები და დასკვნები საქმეში არ დევს, ამასთან ერთად სპეციალისტების განმარტებით თუ მოხდება სისტემატიურად ამ ადგილიდან ნატანის აღება ასეთ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ეროზია და ჩამოიშალოს სანაპირო ეგრეთწოდებული ,,კაფე პიერბათუმის პირსიდან იახტკლუბის მიმართულებით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია იტალიელი სპეციალისტები ნატანის დებეტის შესაქმნელად განიხილავენ ეგრეთწოდებული ,,ბურუნთაბიას“ მოლთან დეზის მოწყობას, რაც სპეციალისტების განმარტებით კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან ნატანი აღარ გადაადგილდება მოლიდან იახტკლუბის მიმართულებით და შესაძლოა ამას მოჰყვეს სერიოზული ეროზია და სანაპიროს ჩამოშლა. გასათვალისწინებელია, რომ ჭოროხზე და აჭარსიწყალზე ჰესების მშენებლობის გამო მდინარე ჭოროხს ფაქტიურად ვეღარ შემოაქვს ზღვაში ნატანი.
სამუშაოები შეჩერებულია უკვე რამდენიმე თვეა, როგორც ჩანს 2018 წელსაც მოუმზადებელი და მოუწესრიგებელი სანაპირო ზლით შეხვდება ბათუმი ზაფხულის სეზონს.
მოვუწოდებთ აჭარის მთავრობას ადგილობრივი ექსპერტების ჩართვით მოხდეს პროექტის მორგება არსებულ საჭროებებზე, ამასთან ერთად დაჩქარეს სამუშაოები და ზაფხულის სეზონამდე მოწესრიგდეს პლაჟი.
#რეზო_ხარაზი #ახალი_ბულვარი #ნაპირგამაგრება

ვიდეოები „აჭარა ენმ / Adjara unm"-ისგან