ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ ფრაქცია ენმ -ს წევრებს ცოცხები გადასცა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, \"სხდომა შოუს დაემსგავსა, რომელშიც მონაწილეობას არ აპირებს\".
„ნაცვლად იმისა, რომ ვიმსჯელოთ და მივხედოთ ხალხის საჭიროებებსა და პრობლემებს, სხდომა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის რაღაც ნივთების გადაცემით, შოუდ იქცა. ამ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ, ამიტომაც დავტოვე სხდომა“, - თქვა შელიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ ენმ-ს წევრებს საჩუქრად ცოცხები გადასცა. როგორც ენმ- ის ფრაქციის წევრმა პაატა ადამიამ თქვა \"ფაცაციას მხრიდან ეს საქციელი ღიმილს იწვევს\" და \"უადგილო ადგილას პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ნიშნავს\".
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ჯანდაცვის საკითხებს განიხილავდნენ, რასაც კამათი მოჰყვა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/116211701...
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...