საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზციის გარეშე დასრულდა
ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველივე სხდომა ოპოზიციური პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას მიერ განსახილველად გამოტანილი საკითხის, რომელიც თანამშრომლების რანგირებასა და საშტატო ნუსხის დამტკიცებას ეხებოდა შესასწავლად დროს ითხოვდნენ. თუმცა საკითხის განილვის გადადება უმრავლესობამ არ ისურვა, რასაც მცირე კამათი მოჰყვა. ენმ-ს წევრის ანა წითლიძის თქმით, აღნიშნულ საკითხს „ქართული ოცნების“ წევრები ისე ამტკიცებ, რომ წაკითხულიც არა აქვთ. „უმრავლესობას წარმოდგენაც არა ქვს რას ამტკიცებენ, რა თანამდბობრივ სარგოებზეა საუბარი. უბრალოდ გადაწყვიტეს, რომ მათ ასე უნდათ... სხვისი აზრი საერთოდ არ აინტერესებთ, რაც ძალიან ცუდია. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ესენი ამ საკრებულოს აქცევენ სანოტარო ბიუროდ, რომელიც მონურ მდგომარეობაში იქნება მერიასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ანა წითლიძემ. „ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას თქმით, ას გვერდიანი დოკუმეტის განხილვა დღეს პრაქტიკულად ვერ მოესწრებოდა და უმრავლესობამ არც კი იცის რას დაუჭირა მხარი. „ამ დოკუმენტს უმრავლესობის არცერთი წევრი არ იცნობს“, - აღნიშნა ბათლომე შელიამ.. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტის განხილვის შესაძლებლობა ყველა დეპუტატს ჰქონდა. „თუ წევრებს რაიმე შენიშვნები აქვთ, მისი განხილვის შესაძლებლობა აუცილებლად ექნებათ”, - უთხრა ჟურნალისტებს მან. დღეს ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდოა გაიმართა, სადაც თავმჯდომარე, მათი მოადგილეები და მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: / rado.atinati Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ქუთაისის მეცხრე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციის...
Rioni.TV
თბილისის საკრებულოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმის საკრებულოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ოპოზიციი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ბათუმის საკრებულოს სხდომა ჩაიშალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმის საკრებულოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ფოთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster