რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო
რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი იტყობინება. უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი ასევე ემზადება ზაპოროჟიეს ოლქის რამდენიმე დასახლებიდან საოკუპაციო პერსონალის გასაყვანად. პარალელურად, ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ რუსეთის არმიამ გუშინ ღამით კვლავ მიიტანა დარტყმა ზაპოროჟიეზე. შედეგად ინფრასტრუქტურულ ობიექტზე ცეცხლი გაჩნდა. რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა ასევე ხარკოვის ოლქს, სადაც მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა. ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ. რუსული ძალები აგრძელებენ დარტყმებს ხერსონისა და დნეპროპეროვსკის ოლქზეც. დონბასში ფრონტის ხაზზე ვითარება არსებითად არ შეცვლილა. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონეცკისა და ლუგანსკის დასახლებებთან. განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება ქალაქ ბახმუტთან. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან ფრონტზე დაღუპულია 13 ათასამდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოავლინეს რელიგიური მოღვაწეები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობდნენ. ამ ფონზე, ზელენსკიმ თქვა, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიმართა რადას რეკომენდაციით, მიიღონ კანონი, რომლითაც მოსკოვთან დაკავშირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს უკრაინაში საქმიანობა აეკრძალებათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ომი გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 571-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთმა ფრონტის ხაზზე თავდასხმები სამჯერ გაზარდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 536-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 208-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster