რუსეთმა ფრონტის ხაზზე თავდასხმები სამჯერ გაზარდა
რუსეთმა ბოლო დღეებში ფრონტის ხაზზე თავდასხმების რაოდენობა სამჯერ გაზარდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან ევროპაში ნატო-ს ძალების მეთაურთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რუსები დღეში 80-მდე შეტევას ახორციელებენ, თუმცა უკრაინელები მათ შეკავებას ახერხებენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ღამით დონეცკის ოლქზე რუსეთის მიერ მიტანილი 6 იერიში მოიგერიეს და მოწინააღმდეგის პოზიციებზე 21 დარტყმა მიიტანეს. მათვე ცნობით, რუსეთის არმიამ ბოლო 24 საათში 4 სარაკეტო და 28 საავიაციო დარტყმა განახორციელა. დაზარალდა 30 დასახლებული პუნქტი ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ხერსონისა და სხვა ოლქებში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კი, 21 საავიაციო დარტყმა მიიტანეს მოწინააღმდეგის ძალებზე. უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს 11 ირანული დრონის ჩამოგდება, მათ შორის 8 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს დნეპროპეტროვსკის ოლქში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ფრონტი უკეთესი მომავლის ნაცვლად
ამერიკის ხმა
უკრაინის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში მიმდინარე ომის 289-ე დღეს რუსეთმა მორიგი სარაკეტო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 347-ე დღე - ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 132-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster