უკრაინაში მიმდინარე ომის 289-ე დღეს რუსეთმა მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა ხარკოვის ოლქზე
უკრაინაში მიმდინარე ომის 289-ე დღეს რუსეთმა მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელა ხარკოვის ოლქზე. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება. რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა. შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა. ამასთან ერთად, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ცეცხლი ისევ გახსნეს სუმის ოლქის დასახლებების მიმართულებითაც. აღრიცხულია 55 ასეთი შემთხვევა. რაც შეეხება დონბასში ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობას, უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ჯარისკაცები განაგრძობენ წინსვლას ლუგანსკის ოლქში. ოლქის გუბერნატორს იმედი აქვს, რომ 2023 წელს ლუგანსკის სრულად გათავისუფლებას შეძლებენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს 15-მდე აფეთქების ხმა გაისმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქის, ბერდიანსკის ავიაბაზაზე. მომხდარის დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. თავის მორიგ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ტერორში. მისი თქმით, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უამრავ მახეს და ნაღმს ტოვებს, რომ მოსახლეობას პრობლემები და შიშის ატმოსფერო შეუქმნან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის შეჭრა უკრაინაში - გზავნილები დიპლომატიური ფორუმიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთს უმსხვილესი საინვესტიციო...
Euronews Georgia
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 25 მარტი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე
TV IMEDI
პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NATO-ს გაფართოება ჩრდილოეთით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster