პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება

12.04.2022 07:42

უკრაინაში მიმდინარე ომის მძიმე შედეგებს პირადად გაეცნობიან ქართველი დეპუტატები.  კანონმდებლები მეგობარ ქვეყანაში 15 აპრილს გაემგზავრებიან. საპარლამენტო დელეგაციაში იქნებიან როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. პოლიტიკური სპექტრი ახლა ბოლო დეტალებს აზუსტებს. თუმცა, დაგეგმილი ვიზიტი ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დღეს ურთიერთბრალდებების მთავარი თემა იყო. ოპონენტების კრიტიკა ბუჩაში პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლის სანაცვლოდ „ქართული ოცნების“ მიერ დაყენებულ პირობებს შეეხებოდა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ომის ვითარებაში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლებთან ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია. თავად შალვა პაპუაშვილის ბუჩაში ჩასვლის საკითხი კი ისევ ღიად რჩება. თემაზე განმარტებები დღეს მმართველი გუნდი თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ორი ქვეყნის ხელისიფლებებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ერთ-ერთი პრობლემა უკრაინის ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ყოფნაა. „ქართული ოცნება“ უკრაინული მხარისგან განმარტებებს ელოდება კონტრაბანდასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე და ელჩის გაწვევის მიზეზებზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
08:46

პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
04:09

პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
09:18

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მზადება უკრაინაში ვიზიტისთვის - კონსულტაციები პარლამენტში
10:29

მზადება უკრაინაში ვიზიტისთვის - კონსულტაციები პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა
06:49

პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება
04:52

პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება

Formula News

საქართველოს ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას
06:41

საქართველოს ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქართული დელეგაცია უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება
03:30

ქართული დელეგაცია უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო