პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
გადაწყვეტილება მიღებულია - შალვა პაპუაშვილი უკრაინაში მიემგზავრება და ის საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას უხელმძღვანელებს. ვიზიტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა. „მქონდა კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კავშირი იყო უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე. განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენი კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები. უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ,“ - აღნიშნულია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში. რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, შედიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. რა შეფასებები კეთდება პარლამენტში, თეონა მანაგაძე გვიერთდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება უკრაინაში ვიზიტისთვის - კონსულტაციები პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება
Formula News
საქართველოს ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული დელეგაცია უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster