პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

15.04.2022 06:49

მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა. 8-კაციანი ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით სამძიმრის სათქმელად და მხარდაჭერის გამოსახატად კიევში რამდენიმე საათის წინ წავიდა. დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა ყველა საპარლამენტო ოპოზიციური ძალაა წარმოდგენილი. საერთო მოლოდინია, რომ ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის წინაპირობა გახდება. ოპტიმისტურ პროგნოზს კიევიდან ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებიც ამყარებს. მმართველ გუნდში ხაზს უსვამენ, რომ ვიზიტის წინ ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის პირადი კომუნიკაციის დროს დაძაბულობის გამომწვევი არაერთი საკითხი გაირკვა. დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის არყოფნა ოპოზიციისთვის გაუგებარია. საკუთარი ვერსია აქვს მმართველ გუნდს, რაზეც გამოძიებაც დაიწყო. „ქართული ოცნება“ ვერსიას სპეცსამსახურების მიერ მიღებული ინფორმაციით ამყარებს. მართალია, დელეგაციაში ყოფნაზე უარი თქვეს, თუმცა ცნობილი ხდება, რომ უკვე უკრაინაში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ორი წევრი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება
04:52

პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში დღეს გაემგზავრება

Formula News

პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
07:42

პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი - პოლიტიკური შეფასებები
11:05

უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში
09:43

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას
06:41

საქართველოს ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
09:18

საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქართული დელეგაცია უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება
03:30

ქართული დელეგაცია უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მზადება უკრაინაში ვიზიტისთვის - კონსულტაციები პარლამენტში
10:29

მზადება უკრაინაში ვიზიტისთვის - კონსულტაციები პარლამენტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო