ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში მდებარე საგუშაგოები მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოები მოინახულა. მინისტრი საგუშაგოებზე მყოფ თანამშრომლებს გაესაუბრა და მათგან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაური ადგილზე კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, დაათვალიერა ქალაქ გორის შესასვლელში მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები. ვახტანგ გომელაური საგუშაგოებზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა, გამშვებ პუნქტებში არსებული ვითარების და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული შეზღუდვების შესრულების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრი მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგის პროცესსაც დაესწრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საგუშაგოებს 24 საათის განმავლობაში მკაცრად აკონტროლებენ. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვახტანგ გომელაურმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მინისტრმა რიგაში მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში
Vakhtang Gomelauri
#მოამბე 21 საათზე, 19 აპრილი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმში კორპუსი ადამიანებით ჩამოინგრა|В Батуми обрушился дом...
gia surmanidze [gs]
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვახტანგ გომელაურმა შსს-ს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო