ვახტანგ გომელაურმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

06.03.2020 01:50

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დაესწრნენ. ბაკურიანის პოლიციის განყოფილების შენობის მშენებლობა საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. შენობა კეთილმოწყობილია და თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ბაკურიანის პოლიციის განყოფილების ახალ შენობაში იმუშავებს როგორც საპატრულო, ასევე, კრიმინალური პოლიციის 50-ზე მეტი თანამშრომელი. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი, ნივთმტკიცების ოთახები და საკონფერენციო დარბაზი. ნაგებობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ბაკურიანის პოლიციის განყოფილებაში ასევე განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის შიდა-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის ბაკურიანის დროებითი მოთავსების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იზოლატორი. შენობის დათვალიერების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა და დანაყოფების ხელმძღვანელებისგან რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაური რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს გაეცნო. მინისტრმა თანამშრომლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შს მინისტრმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
00:56

შს მინისტრმა ბაკურიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი 1962 წ.  (მაღალი ხარისხით 1TV.ge)
01:25:14

მე, ბებია, ილიკო და ილარიონი 1962 წ. (მაღალი ხარისხით 1TV.g...

GiviFilmsStudio Kaleodoscope

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები გახსნა

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვახტანგ გომელაურმა შსს-ს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ვახტანგ გომელაურმა შსს-ს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვახტანგ გომელაურმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა

ვახტანგ გომელაურმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დანა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, \"მინისტრის საათის\" ფორმატში სამინისტროს ანგარიში წარადგინა
27:38

ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვახტანგ გომელაურმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სექტორი „ხრიანის“ შენობა გახსნეს
05:26

ვახტანგ გომელაურმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო