მე, ბებია, ილიკო და ილარიონი 1962 წ. (მაღალი ხარისხით 1TV.ge)
ვიდეო შენახულია / giviflmsphoto-ს მიერ რეჟისორი: თენგიზ აბულაძე ფილმი გადაღებულია ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით: - ობოლი სოფლელი ბიჭი ზურიკელა ოლღა ბებიის და მეზობლების, ილიკოსა და ილარიონის გარემოცვაში იზრდება. ილიკო და ილარიონი იუმორით სავსე ადამიანები არიან, ერთმანეთთან საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ და ამავე დროს სულ კამათობენ. ზურიკელას უყვარდება თანაკლასელი გოგონა მერი, წერს პირველ ლექსს, აბარებს მისაღებ გამოცდებს. იგი უმაღლესის დამთავრების შემდეგ კვლავ სოფელს უბრუნდება და მზადაა, სიკეთის მარცვალი ჩააგდოს ცხოვრების საკუთარ ხნულში... როლებში: სერგო ორჯონიკიძე (ზურიკელა) სესილია თაყაიშვილი (ოლღა ბებია) ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ილიკო) გრიგოლ ტყაბლაძე (ილარიონი) მანანა აბაზაძე (მერი) კირა ანდრონიკაშვილი, უმცრ (ცირა) თენგიზ დაუშვილი (კუკური) სოსო გოგიჩაიშვილი (აგიტატორი) შალვა ხერხეულიძე (ამბაკო) ალექსანდრე გომელაური (ანტიფო) ვახტანგ სულაქველიძე (ქიმიის მასწავლებელი) მიხო ბორაშვილი (რომული) მთავარი როლის შემსრულებლად განიხილებოდა მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა. საბოლოოდ შეარჩიეს სერგო ორჯონიკიძე, რომელსაც მანამდე სამსახიობო თამაშის გამოცდილება არ ჰქონდა. ფილმმა მას პოპულარობა და წარმატება მოუტანა. ფილმის გამოსვლიდან 6 წლის შემდეგ ის მერის როლის შემსრულებელ მანანა აბაზაძეზე დაქორწინდა. ილარიონის როლზე განიხილებოდა აკაკი კვანტალიანი, ხოლო ილიკოს როლზე ვახტანგ ნინუა და გიზო სიხარულიძე. საბოლოოდ ილარიონის შემსრულებლად შეირჩა გრიგოლ ტყაბლაძე, ხოლო ილიკოსი სანდრო ჟორჟოლიანი. ამ უკანასკნელს ილიკოს როლი უკვე შესრულებული ჰქონდა გიგა ლორთქიფანიძის მიერ დადგმულ ამავე სახელწოდების სპექტაკლში. შერჩევის გარეშე იყო დამტკიცებული ოლღას როლზე სესილია თაყაიშვილის კანდიდატურა. ფილმი გადაღებულია ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში. გადასაღები ადგილი რეჟისრომა თენგიზ აბულაძემ შეარჩია. გადამღები ჯგუფი ფილმის გამოსვლის შემდეგ საზოგადოებამ გააკრიტიკა ფილმის შინაარსისთვის შეუსაბამო ადგილის შერჩევისთვის. სცენების ნაწილი გადაღებულია თბილისში, კინოსტუდიის პავილიონში, ზამთრის სცენები ბაკურიანსა და ლენინგრადში. ტექსტი აღებულია wikipedia-დან
GiviFilmsStudio Kaleodoscope-ის სხვა ვიდეოები
მუხრანბატონის სტუმრობა გარსევან ჩოლოყაშვილთან (151...
ქართველების ერთი საუკუნე ირანში ("გააგრძელე საქართ...
"ხსოვნა" (ნაწილი 1) ქართული მხატვრული ფილმი 1989 წ...
ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი 1983 (რესტავრირებული "რ...
ჯგუფი "მგზავრები" - ვატმანი (ღამის შოუ 24.12.2021)
შერეკილები 1973 წ. (მაღალი ხარისხით 1TV.ge)
02:39
სიკვდილის, სიკეთისა და შიშის შესახებ (ნაწყვეტი ფილ...
50:52
"ხსოვნა" (ნაწილი 3) ქართული მხატვრული ფილმი 1989 წ...
მსგავსი ვიდეოები
"საუბრები" # 6 – სესილია თაყაიშვილი საუბრობს მსახიობის პროფე...
Theater Piero
მოკლე სეანსი – ფრაგმენტი ფილმიდან ''მე, ბებია, ილიკო და ილარ...
Ajara TV
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
Sandro Abashidze
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
Meore Sakhli-2
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
Paata Gelashvili
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი.
Iazon Danelia
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი :)
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
The Best Movie Channel