სესილია თაყაიშვილი – Sesilia Takaishvili (1906 – 1984)
სესილია დიმიტრის ასული თაყაიშვილი დაიბადა 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში. მამა – დიმიტრი თაყაიშვილი გახლდათ თეატრისა და პოეზიის მოტრფიალე, თვითონაც წერდა იუმორისტულ ლექსებს. დედა – მარიამ თაყაიშვილი.
სესილია ბავშვობიდანვე ეზიარა თეატრალურ ხელოვნებას. შალვა დადიანის ,,მოგზაური დასის” ერთერთმა მსახიობმა ელ. ანდრონიკაშვილმა განიზრახა საშინაო წარმოდგენების დადგმა ბავშვებისათვის. წარმოდგენას ეწოდებოდა “ყვავილთა შორის”. ერთ-ერთი ყვავილის როლზე მან მიიწვია დიმიტრი თაყაიშვილის შვიდი წლის გოგონა სესილია. სპექტაკლში სესილია ყვავილის და ანგელოზის როლს თამაშობდა. ასე დაიწყო სესილიას თეატრალური ცხოვრების დიდი გზა.
1923-26 წლებში სესილია სწავლობდა თბილისის ა. ფაღავას დრამატულ სტუდიაში. სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში, სადაც 1930 წლამდე მუშაობდა. მისი პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატიმა (ვ. ვახვახიშვილის პანტომიმა “მზეთამზე”).
1930-66 წლებში სესილია თაყაიშვილი მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. სესილია თაყაიშვილი იყო გარდასახვის უბადლო ნიჭით დაჯილდოებული, ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი. ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათებს. გამოირჩეოდა მკვეთრი, თვითმყოფადი იუმორით.
სესილია თაყაიშვილის მიერ განსახიერებული 120-მდე როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ქრისტინე (დადიანის “ნინოშვილის გურია”), ოლღა (დუმბაძის და ლორთქიფანიძის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”), ოგუდალოვა (ა. ოსტროვსკის “უმზითვო”), კატარინა (შექსპირის “ჭირვეული ცოლის მორჯულება”), ელისაბედ დედოფალი (შილერის “მარიამ სტიუარტი”) და მრავალი სხვა.
დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინემატოგრაფიაში, სადაც 1948 წლიდან მოღვაწეობდა. კინოში განსახიერებული მნიშვნელოვანი როლებია: მანანა (”ჭირვეული მეზობლები”), ვასასი (”ჩვენი ეზო” 1956), ელპიტე (”საბუდარელი ჭაბუკი” 1956), ოლღა (”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” 1962), ბორდოხანი (”დოდოსტატის მარჯვენა” 1969), მარადია (”ნატვრის ხე” 1976), ასინეთა (”დათა თუთაშხია”, 1977), ბუღალტერი (”ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” 1983) და მარვალი სხვა. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში.
ამაყი და მიუკარებელი, მკაცრი, მაგრამ ყველასათვის სათნო, მანანასა და ზურიკელას ბებია, უყარდათ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გვეცილებოდნენ მის ბებიობას. ფრანგმა რეჟისორმა ჟან დაკანტმა როცა სესილია თაყაიშვილი ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონში” იხილა, თქვა: ,,ეს თქვენი კი არა ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვინციაშიც ცხოვრობსო.”
სესილია თაყაიშვილს არ უყვარდა თავისი თავის ხილვა ფილმებში და გადაღებებზეც დისკომფორტს განიცდიდა: – “არ მიყვარს კინოაპარატი, იგი თავიდანვე მაშინებს, მთელი ფიქრი და გრძნობა მასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მერე დრამატურგიული სახე ნთქავს ყოველივეს და ერთადერთი ამოცანა – მოვატყუო, გამოვთიშო ჩემი შეგნებიდან ეს აპარატი – მთლიანად მიპყრობს. როგორც კი არ ვგრძნობ ხოლმე აპარატს, მუშაობა გაცილებით მიადვილდება”. ერთ-ერთ თავის უკანასკნელ ინტერბიუში მსახიობი ამბობდა: “არ მიყვარს ჩემი თავი ეკრანზე, რადგან ვიცი – რაც გაკეთებულია, ვერ დააბრუნებ, ვერ გაასწორებ და არ მინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, რომ შეიძლებოდა გაცილებით უკეთ მეთამაშა”.
1950 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1966 წელს სსრკ სახალხო არტისტი გახდა. დაჯილდოებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენებით. 1982 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1983 წელს ბოლო წლებში შექმნილი მხატვრული სახეებისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
სესილიას მეუღლე გახლდათ მსახიობი ვასო გოძიაშვილი, რომლისგანაც შეეძინა ერთადერთი შვილი – დათო. ვასოს ძალიან უყვარდა სესილია, მაგრამ გამოუსწორებელი მექალთანე იყო. ექვსი წლის შემდეგ დაცილდნენ ერთმანეთს. სესილა სიამაყით ამბობდა: ,,მეორე სართულიდან გადმოვუყარე ჩემოდნებიო”. პატიება ვერ შეძლო, მაგრამ მისი სიყვარული სიცოცხლის ბოლომდის შეინახა და უკანსკნელ გზაზეც ღირსეულად გააცილა.
სესილიას არ უყვარდა ხალხის შეწუხება, იცხოვრა ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით და ამ ქვეყნიდან მიმავალმა ანდერძად დატოვა: ,,ვთხოვ, ჩემიანს ყველას, შემისრულონ ეს თხოვნა. არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ, ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი. მერწმუნეთ, არავითარ შემთხვევაში, მუხმოდრეკილი გეხვეწებით, დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის ადგილს, საბურთალოში თუ შეიძლება. რა საჭიროა საპატიო ყარაული. ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები: ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს ცივ მიწას.”
სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა 1984 წლის მაისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
თენგიზ ვერულავა
წყარო: https://www.google.com/.../burusi.../...
ვიდეოს წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia